ჩრდილოეთ საბერძნეთის ქალაქ ლანგადასში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და 47.1 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამის შესახებ Ekathimerini წერს.
რეკორდი ლანგადაში, რომელიც მდებარეობს სალონიკის მახლობლად მდებარეობს, ათენის ეროვნულმა ობსერვატორიამ დააფიქსირა.
მეტეოროლოგიური მონაცემების თანახმად, მაკრაკომში + 46,2 გრადუსია, არფარაში კი + 46,1 გრადუსი.
საბერძნეთის დედაქალაქში, ყველაზე მაღალი დღიური ტემპერატურა + 45 გრადუსი იყო.
სინოპტიკოსის თქმით, სიცხეები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ძლიერი ქარი და სიცხე ქვეყნის დედაქალაქ ათენთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს.
ცეცხლმა დასახლებულ ტერიტორიებამდე მიაღწია და საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ათენის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. მეხანძრეები კარდაკარ დადიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოქალაქეებმა სახლები დატოვეს.










