“საქართველოში ამ ადამიანის მიერ, მისი მმართველობისა და ლიდერობის პერიოდში გამწარებული ადამიანების რიცხვი გაცილებით დიდია და კანონისა და სამართლის აღსრულებას გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე იმ პატარა ჯგუფს, რომელსაც გულუბრყვილოდ მიაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ერის მამა.
ჩვენ გვყოლია ერის მამები, ნამდვილი მამები, მათ შორის წმინდანად შერაცხული, მაგრამ სააკაშვილი მათ რიცხვში არ მოიაზრება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.










