„დარწმუნებული ვარ, შარშანდელის მსგავსად დაფინანსებული რეზოლუციაა. გონივრული ეჭვია, იმიტომ, რომ „ფარას“ კანონის დროს ვნახეთ, მილიონი დოლარი იყო გადახდილი ლობისტებში, რომლებმაც ტექსტები დაწერეს. აქაც ანალოგიურად არის. ორი კვირა აქვთ დარჩენილი კუბილიუსებს და ფოტიგებს ევროპარლამენტარის სტატუსის შენარჩუნებამდე, მერე არჩევნები დაიწყება და იმედი მაქვს, იქ ვერ ვნახავთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სიცრუეს ტირაჟირება, უარგუმენტოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება. გასულ წელს ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ, სანამ სააკაშვილს არ გამოუშვებთ კანდიდატის სტატუსი დაივიწყეთო, არ მიიღებთო. ჰგონიათ, დაავიწყდა ქართველ ხალხს, როგორ გვემუქრებოდნენ. სააკაშვილი კრიმინალია, სტრასბურგმაც კი დაადასტურა ეს და არ მიიღო განხილვაში, როგორც გვარამიასი. საპირწონედ დაგვიდეს ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსი. საკუთარ ქვეყნებში ფოტიგა, რაისა და კუბილიუსი, თავის დროზე, ერთ-ერთი მაგარი კომუნისტები იყვნენ და გორბაჩოვის პერესტროიკასთან თანამშრომლობდნენ, მათმა მოქალაქეებმა მითხრეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...










