77 წლის ქალის მტკიცებით, ის დისშვილის მეუღლემ სცემა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ქალს სახის არე დალურჯებული ჰქონდა.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
მოხუცის ჩვენების საფუძველზე სამართალდამცველებმა დისშვილის მეუღლე დააკავეს. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული.
ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა
ინფორმაციას fbesport.com ავრცელებს










