თერჯოლის სოფელ ღვანკითში მამაკაცი ჭაში თავად ჩახტა და ადგილზე გარდაიცვალა, – ეს არის ამ ეტაპზე არსებული ვერსია, რომელიც 80 წლის კაცის გარდაცვალებას უკავშირდება.
გარდაცვლილი ჟორა ქურცაძეა და ის 80 წელს გადაცლებული იყო.
„რძალთან და შვილთან ცხოვრობდა. გადასარევი ოჯახი იყო. ეს კაცი ავადმყოფობდა, თან გადაყოლილები იყვნენ. არ ვიცი ახლა რა მოხდა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.









