რუსულმა ჯარებმა ახლა სრულად დატოვეს ჩრდილოეთ უკრაინა და დაბრუნდნენ ჩრდილოეთ ბელარუსსა და რუსეთში. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ამ დანაყოფების ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაინაცვლებს, დონბასში საბრძოლველად, მაგრამ მათ განლაგებამდე მარაგების “მნიშვნელოვანი შევსება” დასჭირდებათ.
“ჩრდილოეთიდან ნებისმიერ მასობრივ გადანაწილებას, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება”, – აღნიშნა სამინისტრომ ბრიფინგზე.
ბრიტანეთი ამბობს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით გრძელდება და რუსული ჯარები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, იზიუმის სამხრეთით დაწინაურდნენ