გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინული სამხედრო დაიღუპა. უკრაინსკაია პრავდამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევს, პასუხად კი რუსულენოვან გინებას იღებს.
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს. მან ყველას გმირის წოდება მიანიჭა.
“ეს არის კუნძული შავ ზღვაში, სადაც ჩვენი 13 მესაზღვრე რუსული არმადას ცეცხლის ქვეშ იდგა მთელი დღის განმავლობაში. ახლა იქ რადიო სიჩუმეა”, — დაწერა ტვიტერზე უკრაინის ელჩმა ავსტრიაში










