Google თავის რუკებზე რუსულ საიდუმლო ობიექტებს აღარ დამალავს.
Google Maps სერვისში რუსეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა აქვეყნებს.
ობიექტები ფოტოზე:
1. ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი“;2. ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზა მურმანსკთან;3. მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში;4. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიცია;5. საჰაერო ბაზა კურსკის მიმდებარედ.









