რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ღამით ისევ დაბომბეს. ქალაქის საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
“ღამით ზაპოროჟიეს მტერი ისევ დაესხა თავს. დაბომბვა დაფიქსირდა ქალაქის ორ უბანში. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა 5 სახლი”, – თქვა კურტევმა.
მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.