რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახური” ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.
რუსმა ტერორისტებმა ენერგოდარს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი პროვოცირებას ახდენენ და მსოფლიოს შანტაჟს ცდილობენ.. რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორია. ბირთვული შანტაჟი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, – წერს პარტია.