რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა. ჩართულია განგაშის სიგნალიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
ქალაქის მერი, ალექსანდრ სენკევიჩი მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. “ოკუპანტები საცხოვრებელ კორპუსებსაც ბომბავდნენ. დარჩით თავშესაფრებში… ყველა სამსახური მუშაობს”, – ამბობს კიმი.