რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე რჩებიან.
გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.
მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან, ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.










