რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა,
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.










