რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა სასწრაფოსა და საბადრაგო სამსახურების მანქანებმა.
დეტალები ისევ უცნობია. მანქანები თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან.
დაწესებულებაში, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სასწრაფოს მანქანა რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილს და ხომ არ გადაჰყავთ ის კლინიკაში.
პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.










