“პირველების” ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებმა, 19 პირთან ერთად, “ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელიც დააკავა.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ, გუშინ, საკრებულოს სია წარადგინა, ოთარ ჩრდილელი ამ სიაში რიგით მე-10 ნომერია.
ცნობისთვის, სულ დაკავებულია 20 აქტივისტი. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.