რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება . “რადიო თავისუფლების” ცნობით, ივნისში 401 რეისის შესრულება იგეგმება.
“ჯორჯიან ეარვეისი” ივნისში თბილისიდან მოსკოვში დღეში სამჯერ იფრენს, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში კვირაში 3-ჯერ. [ჯამში 103 რეისი]
“Red Wings” გეგმავს შეასრულოს ფრენები თბილისში სოჭიდან, ჟუკოვსკიდან, ეკატერინბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან; ბათუმში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან; ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან. ივლისიდან იგეგმება ეკატერინბურგი-ბათუმის პირდაპირი ფრენის დამატება. [ჯამში 153 რეისი]
“აზიმუტი” კი მოსკოვიდან თბილისში ყოველდღე 2 ან 3 რეისს ასრულებს, “რადიო თავისუფლება” წერს, რომ ივნისში სულ 81 რეისია დაგეგმილი, რასაც ემატება ფრენები თბილისში მინვოდიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სოჭიდან, უფიდან. ასევე, მოსკოვიდან ბათუმში (17). [ჯამში 145 რეისი]










