LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთში შამანებს ებრძვიან-რა საფრთხე დაინახა პუტინმა

რუსეთში შამანებს ებრძვიან-რა საფრთხე დაინახა პუტინმა

დაპოსტა 2019/09/23-ში
A A
100
ნახვა
გაზიარება
იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ფეხით მიდიოდა, რათა „პუტინი ჯოჯოხეთში განედევნა“, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს დააკავეს ირკუტსკის ოლქისა და ბურიატიის საზღვართან. იგი უკვე 6 თვეა ფეხით მიდის მოსკოვისკენ, საიდანაც 2021 წელს პუტინის განდევნას აპირებს.

19 სექტემბერს ღამით ბანაკს, სადაც შამანის მხარდამჭერებს ეძინათ, რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გაბიშევის კარავს ალყა შემოარტყეს და შამანი დააკავეს; მას თავისი ნივთების აკრეფის საშუალება არ მისცეს,  ჩამოართვეს ურიკაც, რომელიც თან მიჰქონდა.

რუსეთის შს სამინისტროს რეგიონული განყოფილების ინფორმაციით, გაბიშევი ულან-უდეს პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით იაკუტიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ამჟამად გაბიშევი ადგილობრივ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერშია გადაყვანილი, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პათოლოგიები გამოუვლინდა, ჩვენ მზად ვართ მას კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ. საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ სამსახურებს მივმართავთ“, – ნათქვამია იაკუტიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გაბიშევს „სინდისის პატიმარი“ უწოდა. „რუსეთის ხელისუფლების რეაქცია აბსურდულია“, – განაცხადა „ამნესთი ინთერნეიშენალის“​ რუსული ბიუროს დირექტორმა ნატალია ზვიაგინამ.

„ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეს, გაბიშევსაც აქვს უფლება, პოლიტიკური შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს და ჩაატაროს რელიგიური რიტუალები“, – განაცხადა ზვიაგინამ. მან რუსეთის მთავრობას შამანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

იაკუტიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაბიშევი „დანაშაულისთვის იძებნებოდა“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

ვინ არის შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რატომ სურს პუტინის განდევნა და რატომ ეშინია პუტინს მისი? იგი რუსეთის პრეზიდენტს ბნელი ძალების მოციქულად, „დემონად“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი განდევნა მხოლოდ შამანს შეუძლია. შამანი მოსკოვისკენ მიემართებოდა, რათა წითელ მოედანზე სპეციალური რიტუალი ჩაეტარებინა და პუტინი ჯოჯოხეთში ჩაეგდო, საიდანაც მოვიდა.

გზად ალექსანდრ გაბიშევს ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარებოდა ფულით, საკვებით, მას ბევრი მომხრე ჰყავს იაკუტიაშიც და ბურიატიაშიც; გავრცელებული ინფორმაციით, ულან უდეში გაბიშევს უამრავი ადამიანი ელოდა, რომლებიც მის შესახვედრად და მოსასმენად ქალაქის მთავარ მოედანზე აპირებდნენ შეკრებას.

წყარო:24tv.ua

თეგები: ალექსანდრ გაბიშევიპუტინიშამანი
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
მთავარი

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი  შეუჩერა
მთავარი

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"