რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში დაავადების 6 060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში Covid-19-ით მთლიანობაში 42 853 ადამიანი დაინფიცირდა.
361 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 291 პაციენტი განიკურნა. ინფორმაციას რუსეთის კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის ცენტრი ადასტურებს.
რუსეთში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად იწყო ზრდა მიმდინარე თვის დასაწყისიდან, თუმცა მას გაცილებით ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ეპიდემიის საწყის ეტაპზე.