რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გამოძიება ბიზნესმენს 3 მილიარდი რუბლის გაფლანგვა/მითვისებას ედავება.
საუბარია „კონსტანს ბანკისთვის“ მიყენებულ ზარალზე, რომლის მთავარი მფლობელი ებრალიძე იყო.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნულ ბანკს 2016 წელს შემოწმების შედეგად ლიცენზია გაუუქმა.
ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები ებრალიძის დაკავებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ებრალიძე რუსეთში სხვადასხვა კომპანიას ფლობს. 2009 წელს მან დააარსა „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“. იმავე წლის მაისში განაცხადა, რომ გეგმავდა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.