რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა.
“მზად ვართ ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლება) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება”, – განაცხადა კარასინმა.
მან გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღის დასახელება ვერ შეძლო. კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის.
“ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა კარასინმა.
ცნობისთვის, 22 ივლისს ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება.