რუსეთი ნორვეგიის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ნორვეგიის მთავრობის არამეგობრული ნაბიჯის გამო, რომელმაც 18 აგვისტოს რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, 28 აგვისტოს ნორვეგიის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სამაგიერო ქმედება განახორციელა და ნორვეგიის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 დღე აქვს მიცემული.