LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“რუ­სე­თის­თვის არა­მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნ ე­ბის სია ამ წუ­თებ ­შიც ფორ­მირ­დე­ბა

“რუ­სე­თის­თვის არა­მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნ ე­ბის სია ამ წუ­თებ ­შიც ფორ­მირ­დე­ბა

დაპოსტა 2021/05/05-ში
A A
213
ნახვა
გაზიარება

“რუ­სე­თის­თვის არა­მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის სია ამ წუ­თებ­შიც ფორ­მირ­დე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს სია და­ზუს­ტდე­ბა, როცა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მო­ი­ცე­მა. არა­სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის სიის და­ზუს­ტე­ბა­ში რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე რუ­სე­თის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: აშშ, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 23 აპ­რილს ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას რუ­სე­თის­თვის არა­სა­სურ­ველ ქვეყ­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს უცხო­ურ დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბებ­თან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტას.

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიზ­ნე­სის სფე­როს არ შე­ე­ხე­ბა.

ამ თე­მა­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა შვე­ი­ცა­რი­ულ­მა გა­ზეთ­მა “ლე ტემპს” («Le Temps»), სა­თა­უ­რით: “რუ­სე­თი “ბო­რო­ტე­ბის ღერძს“ ამ­ხელს“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია მოს­კო­ვის გან­ზრახ­ვა რუ­სე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბი­სად­მი მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ (ავ­ტო­რი – ემა­ნუ­ელ გრინშპა­ნი).

“რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სი­ტყვი­ე­რი შე­ტე­ვის ეს­კა­ლა­ცი­ას აგ­რძე­ლებს: ის, რაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა “რია ნო­ვოს­ტის­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მოს­კო­ვი ძალ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლოა თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბით. მი­ნის­ტრის პოსტზე 2004 წლი­დან მყოფ­მა რუ­სე­თის მთა­ვარ­მა დიპ­ლო­მატ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ თუ ვა­შინგტონ­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა (და, ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბა), მა­შინ ორი სა­ხელ­მწი­ფო “ცივი ომის” ან უფრო უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებს“. კრემ­ლი, აშ­კა­რაა, რომ არ შე­უ­რიგ­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის ნათ­ქვამს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი რუსი კო­ლე­გა “მკვლე­ლად“ შე­რა­ცხა. რუ­სეთ­მა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი – წი­ნა­და­დე­ბა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის შეხ­ვედ­რი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის ად­გი­ლი გარ­კვე­უ­ლი არ არის”, – ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

“რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­და­წყვი­ტა წინ­სწრე­ბით ემოქ­მე­და და უკვე გა­მო­ა­ცხა­და მის­თვის “არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის“ სიის შედ­გე­ნა, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, აშშ-ს უკა­ვია. დო­კუ­მენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა გა­ზეთ­მა “იზ­ვეს­ტი­ამ“ რუ­სე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქვე­ყა­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია უცებ აი­ტა­ცეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­არ­ხებ­მა და გა­მო­ცე­მებ­მა. აშშ-ის გარ­და, სი­ა­ში არი­ან ის ქვეყ­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც კრემ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ, “ვა­შინგტო­ნის ვა­სა­ლე­ბად“ თვლის, კერ­ძოდ: დიდი ბრი­ტა­ნე­თი, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია, აგ­რეთ­ვე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ექ­ვსი ქვე­ყა­ნა“, – წერს ავ­ტო­რი.

რო­გორც სერ­გეი ლავ­როვ­მა აღ­ნიშ­ნა, სია მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. “მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე “მკვდარ“ ჩა­მო­ნათ­ვა­ლად არ დარ­ჩე­ბა. სია გა­და­ი­ხე­დე­ბა იმის კვა­ლო­ბა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მო­მა­ვალ­ში“, – თქვა მი­ნის­ტრმა და აღ­ნიშ­ნა, რომ დად­გინ­და კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც, რის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან შე­ტა­ნილ­ნი.

სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აქ­ცენ­ტია გა­კე­თე­ბუ­ლი იმ თან­მიმ­დევ­რულ მოქ­მე­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ურ ნა­ბი­ჯებს შე­ე­ხე­ბა: მხედ­ვე­ლო­ბა­შია რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გახ­ში­რე­ბულ გა­ძე­ვე­ბა, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ.

სერ­გეი ლავ­რო­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში თავს და­ეს­ხა რუს ლი­ბე­რა­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ და ისი­ნი ისეთ “გა­ნე­ბივ­რე­ბულ ბავ­შვებს“ შე­ა­და­რა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლურ პრო­დუქ­ცი­ას არი­ან მიჩ­ვე­ულ­ნი და როცა რუ­სეთ­მა 2014 წელს კონ­ტრსან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, ისი­ნი მიჩ­ვე­ულ სა­სურ­ველ ნივ­თებს ვე­ღარ ყი­დუ­ლო­ბენ.

“სი­ტყვი­ე­რი ეს­კა­ლა­ცია კი­დევ უფრო ღრმავ­დე­ბა და მას­ში რუ­სე­თის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბიც ერ­თვე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­დინ­მა აშშ-სა­გან კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა “კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის გამო და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აშშ-მა შექ­მნა. ან­ტი­და­სავ­ლურ იმ­პულსს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედა ფე­ნი­დან მო­დის, ისე­თი მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, რომ ამ ტენ­დენ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა“, – ასე­თი რე­ზი­უ­მეა გა­კე­თე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რის ემა­ნე­უ­ელ გრინშპა­ნის მიერ.

გაზიარება85

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ფარიდა ნიკოლეიშვილს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისში ფარიდა ნიკოლეიშვილს ეძებენ
მთავარი

დაკარგულია⚠️ გთხოვთ,დაგვეხმაროთ ამ ადამიანის პოვნაში. ეს არის ფარიდა ნიკოლეიშვილი, რომელიც დაიკარგა 4 აგვისტოს, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვს დემენცია/სკლეროზი და შესაძლოა ვერ ახერხებდეს საკუთარი მისამართის ან ოჯახის წევრების...

დაწვრილებითDetails

მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. მატირონ შვილი – ლანა ლატარიას დედა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა” მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება სასტუმროში – ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
დაპირისპირება სასტუმროში – ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან
მთავარი

ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან - ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ავრცელებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ქორწილის სტუმრებს რუსეთის მოქალაქეებმა ნამდვილად გადმოასხეს აივნიდან  სითხე. კადრში ჩანს, რომ წვეულების მონაწილეები გაკვირვებული...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი – სუს-მა 2 პირი დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში – საპატრულო პოლიცია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები - საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს
მთავარი

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება....

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე -  დღეს სასამართლოზე გ.მ. აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებენ. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას და აღკვეთი ღონისძიების სახით გამყენებული პატიმრობსი...

დაწვრილებითDetails

წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

“შეუძლებელია, ღმერთი ნაომარი მამის ტირილს უყურებდეს და საკუთარ სახლში მის შვილს კარი მიუხუროს” – გიორგი კეკელიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი-გიორგი კეკელიძე
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

,,იყავით ფრთხილად” – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს და ვიდეომიმართვაში საუბრობს, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუ სახლში, მისი თქმით, „ჯადოს“ ან საეჭვო ნივთს აღმოაჩენენ. მანიას თქმით, ასეთ ნივთს შიშველი ხელებით არ უნდა შეეხონ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"