უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს მოუწოდა, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს კოორდინირებულად უპასუხონ.
„ჩვენი ქვეყნები საერთო ფესვების მქონე საფრთხეების წინაშე დგანან, რომელიც რუსული აგრესიითა და რუსული პოლიტიკით არის განპირობებული. თუ საფრთხეებს საერთო ფესვები აქვთ, ჩვენ მათზე კოორდინირებული პასუხი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ ასევე გაიმეორა, რომ უკრაინა რჩება დნესტრისპირეთში სიტუაციის რეგულირებაში გარანტად და აქტიურად დაეხმარება მოლდოვას წინსვლაში.