“რუსები თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ზეწოლას მოახდენენ შეთანხმების ხელმოწერამდ, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. მზად იყვნენ, რომ ომი დაემთავრებინათ, თუ როგორც ოდესღაც ფინეთი, ჩვენც დავთანხმებოდით ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ NATO-ში არ შევიდოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ამაზე, რომ დავთანხმებულიყავით უნდა შეგვეცვალა კონსტიტუცია. მეორეც, არ არსებობს ნდობა რუსების მიმართ, რომ რუსები ამას შეასრულებდნენ. ხელი რომ მოგვწერა ისინი შემოვიდოდნენ უფრო მომზადებულები” | ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ, 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










