ქართლის დედის ძეგლი თბილისში 90-იან წლებში განაახლეს.
მაშინ ხუმრობითაც კი ამბობდნენ რომ “ქართლის დედა აიღეს, ქართლის მამა უნდა დადგანო”.
“პირველად, რომ ვნახე, ხის “რეიკებით” იყო აწყობილი, შემდეგ – “დურალისგან” ( “ბოლტ-გაიკებით” – ფირფიტები შეკრული, ჯართში ჩააბარეს), ბეტონისგან ჩამოასხეს და შვიდი მეტრით უფრო მაღალით შეცვალეს !!!” – წერს ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი.
მონუმენტის ავტორია ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, რომელსაც 1966 წელს ამ ქანდაკებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1 500 წლისთავთან დაკავშირებით. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო.[1]
მოგვიანებით კი, 90-იან წლებში ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა. 20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. „ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.[1]
ქანდაკების ძირში იშლება ხედი თბილისის ბოტანიკურ ბაღზე, აგრეთვე ბოტანიკური ბაღის ფარგლებში შესაძლებელია მდინარე წავკისისწყლის აღბეჭდვა, სადაც სამი ხიდია გადაგდებული.