როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, პორტუგალიელს უკვე რამდენიმე კვირაა ბარძაყი აწუხებს და ტკივილებით თამაშობს.
“მანჩესტერ სიტისთან” (1:4) გამოტოვებული მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ სამშაბათს “ეშმაკუნებს” დაუბრუნდა, მაგრამ შემდეგ გადაწყდა – უმჯობესია, სრულად არ დაიტვირთოს.
“იუნაიტედში” იზრდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუ “ტოტენჰემთან” კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.