შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები “ოცნების” დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.
აშშ-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.
ცნობილია, რომ სავიზო სანქციები დაუწესდა 24-დან 36 პირს, თუმცა კონკრეტული სია ჯერ უცნობია.










