დღეს სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.
„ჰოთნიუსი“ აფხაზეთის ომის მონაწილის, ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის, ლევან ასათიანის ისტორიას აქვეყნებს:
„მე 23 სექტემბერს დავიჭერი მძიმედ სოხუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მერე უკვე ვიყავი აგუძერის ჰოსპიტალში და 26-ში გადმომიყვანეს თბილისში. ასე რომ, სოხუმის დაცემის მომენტის მომსწრე ფიზიკურად არ ვარ. მე რომ არ დავჭრილიყავი, ალბათ, ჩავრჩებოდი სოხუმში და ვერ გამოვიდოდი. ფაქტობრივად, დაჭრამ გადამარჩინა. ჩვენი განწყობა კი იყო ასეთი, რომ მე და ჩემი ბატალიონის მებრძოლები არ დავტოვებდით სოხუმს. ეს იყო ემოციური ტაბულა ჩვენი იქ ყოფნის. სოხუმს არ დავტოვებდით არაფრის დიდებით. რაკი მე დავიჭერი, შემდეგ უკვე მოხდა ბატალიონში არეულობა. მეთაური დაჭრილია და გაუგებრობები იყო… ძირითადი ასმეთაურები კი სხვადასხვა ოპერაციაში წინა დღეებში დაიღუპნენ, ამიტომ მართვა უკვე დარღვეული იყო იმ დროისთვის ამ ბატალიონის შემადგელობაში. შესაბამისად, ჩემმა დაჭრამ გამოიწვია ამ ბატალიონის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. შესაბამისად, მორალური ფაქტორიც გახდა დაცემის მიზეზი, ჩვენი განწყობა იყო ისეთი, რომ სოხუმს არ დავტოვებდით…