რომში დააკავეს მაფიოზური კლანის ხელმძღვანელი 70 წლის მარია ლიჩარდი.
La Stampa-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფება მარიას ძმამ, ჯენარო ლიჩარდიმ დააარსა. 1994 წელს, მას შემდეგ რაც ჯენარო გარდაიცვალა, დაჯგუფების სათავეში მარია ლიჩარდი აღმოჩნდა.
“სისხლიანი მერი” სასჯელს 2001-2009 წლებში იხდიდა, თუმცა გათავისუფლების შემდეგ კვლავ კრიმინალურ საქმიანობას დაუბრუნდა.










