რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
“ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით ვაცხადებ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს, გარდაცვალების შესახებ.
დღეს დილით, დილის 7:35 საათზე, რომის ეპისკოპოსი, ფრანცისკე, მამის სახლში დაბრუნდა. მან მთელი ცხოვრება უფლისა და მისი ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა…” – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.