“17 თებერვლიდან ქუთაისში მგზავრებს კიდევ 15 ახალი, მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. #19 და #31 სვლა-გეზებზე 6-6 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, აქამდე არსებული მარშრუტების მიხედვით.” – ამის შესახებვ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე თქმით მცირეოდენი ცვლილებაა #5 სვლა-გეზის მარშრუტში:
“თაბუკაშვილის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- ასათიანის ქ. – ტაბიძის ქ. – რუთაველის გამზ.- ცენტრალური მოედანი- ფალიაშვილის ქ.-დუმბაძის ქ.- ასათიანის ქ.- ჭავჭავაძის ქ.- თაბუკაშვილის ქ. #5 სვლა-გეზზე 3 ახალი ავტობუსი იმუშავებს. ქუთაისის სატრანსპორტო სქემაში მალე ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მერიამ 60 ავტობუსები რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღო. ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.










