პანდემიის პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ფასების ცვლილებაზე პირდაპირი გავლენა იქონია. ბოლო პერიოდში ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა და მყიდველის ჯიბეს კიდევ უფრო დაეტყო.
მაგალითად, აპრილის თვის მონაცემებით, მზესუმზირის ზეთზე, 2020 წლის აპრილთან შედარებით, ფასი 76,64%-ით არის გაზრდილი. აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები 0,9%-ით გაიზარდა. წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების ათეულს, რომლებზეც ფასები გასულ თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა:
მზესუმზირის ზეთი – 76,64%-ით;
თერმომეტრი – 68,35%-ით;
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 38,51%-ით;
საშინაო ფეხსაცმელი კაცის – 34,64%-ით;
წიწიბურა – 32,22%-ით;
ლურსმანი – 31,88%-ით;
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 30,83%-ით;
საშინაო ფეხსაცმელი ქალის – 28,76%-ით;
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 28,26%-ით;
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი – 27,91%-ით
– ინფლაციის პრობლემა პერიოდულად ჩნდება, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ინფლაცია ეკონომიკურ ვარდნას ემთხვევა, ფასების ცვლილება კიდევ უფრო შემაწუხებელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროდუქტებს, ყოველი მათგანი სწორედ პანდემისთან არის პირდაპირ დაკავშირებული. თერმომეტრი შარშან საერთოდ დეფიციტში იყო, წელს კი მოხმარებამ კიდევ უფრო მოიმატა, როგოც ჩანს, საკმარისად ვერ მზადდება, ამიტომ აისახა კიდეც ფასზე.
რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ პანდემიის პროცესი “უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა”.
წყარო : www.allnews.ge










