“იცნობდეთ თამთა ბაკურაძეს. ქალს, რომელმაც კვერცხი მესროლა. მხილებულია კორუფციაში, თან სად? მადლიერების სახლში. თურმე მოქალაქეებს ვაღიზიანებ. ვერ უშველის ჭიღვარია!” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” ნატო ქუთათელაძე თავის ფეისბუკ გვერდზე, რომელსაც გუშინ აქციაზე კვერცხი ესროლეს.
“ეს ის “კდემამოსილი” ქალბატონია დღეს უცოდველი კრავის სახით რომ აძლევდა ინტერვიუს” – წერს ააიპ მადლიერების სახლის დირექტორი თამთა ბაკურაძე თავის ფეისბუკ გვერდზე, რომელიც გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ საპროტესტო აქციაზე იყო მისული.
მას შემდეგ რაც ,,გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა ,,ქართული ოცნების” ოფისს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პასუხის გაცემა გადაწყვიტეს და ოპოზიციური პარტიის ოფისთან მივიდნენ. მათ სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
სიტუაციის ესკალაციის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ სატელევიზიო გადაცემა პირდაპირ ეთერში დატოვა და თანაგუნდელებისაკენ გაემართა.