გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს იმ ზომების ნაწილია, რომელიც უკრაინაში შეჭრისთვის, მოსკოვის დასჯას ისახავს მიზნად.
აკრძალვა მალე ამოქმედდება და გავრცელდება ახლადმოპოვებულ ან დამუშავებულ ოქროზე. ეს არ იმოქმედებს რუსული წარმოშობის იმ ოქროზე, რომელიც ადრე იყო ექსპორტირებული რუსეთიდან, – განმარტავს ბრიტანეთის მთავრობა.
ცოტა ხნის წინ, Al Jazeera-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შვეიცარიის საბაჟო ორგანოები რუსეთში წარმოებული 3,1 ტონა ოქროს იმპორტის საკითხს განიხილავენ. ოქროს ღირებულება $202 მილიონია. ის შვეიცარიაში ბრიტანეთიდან მაისში შეიტანეს. შვეიცარიის საბაჟო და სასაზღვრო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი განმარტავს, რომ 7 მარტიდან, რუსეთში წარმოებული ოქროს ზოდებით ვაჭრობა შვეიცარიაში აკრძალულია, თუმცა ეს არ ეხება 2022 წლის 7 მარტამდე ჩამოსხმულ ზოდებს.