ყველაზე დადებითი შეფასება 73,6% მიიღო დაავადებათ კონტროლის ცენტრმა, ყველაზე უარყოფითად 21,9%-ით შეფასდა ეკონომიკის საქმინისტროს საქმიანობა – ამის შესახებ პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაშია “კორონა ვირუსი (Covid19), მთავრობის საქმიანობის შეფასება და საზოგადოების მოლოდინები” ნათქვამი.
კვლევის მიხედვით კითხვაზე გთხოვთ შეაფასოთ უწყებების საქმიანობა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძლოს პროცენში 73,6%-მა ძალიან დადებითად შეაფასა დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობა, 47,9%-ით მას მოსდევს ჯანდაცვის სამინისტრო, 47,5-ით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კვლევის მიხედვით უარყოფითი და ძალიან უარყოფითი 21,9% შეფასება მიიღო ეკონომიკის სამინისტრომ, მას 5,9%-ით მოჰყვება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და 5,6 პროცენტით საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ონლაინ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 814 რესპოდენტმა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 10-15 აპრილის განმავლობაში. გამოკითხვა ჩატარდა google forms საშუალებით. მონაცემები შეწონილია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად სქესობრივ-ასაკობრივი ჭრილის მიხედვით.