LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი საგნები გახდა დამატებით არჩევითი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

რომელი საგნები გახდა დამატებით არჩევითი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

დაპოსტა 2019/09/13-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან იუწყებიან.

მათი განმარტებით, უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ), უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

„შეგახსენებთ, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას იწყებს. ღია კარის დღე 17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგები: არჩევითი საგნებიგამოცდებიეროვნული გამოცდები
გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

თე­ლავ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნი დაგ­ლი­ჯა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ქუთაისში ძაღლმა პატრონი დაკბინა
მთავარი

თე­ლავ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნი დაგ­ლი­ჯა. 50 წლამ­დე ქალს სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი და­ეს­ხა თავს და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის...

დაწვრილებითDetails

ხატი რომლის წინაშეც იკურნება უამრავი ადამიანი – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ხატი რომლის წინაშეც იკურნება უამრავი ადამიანი – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

როგორია 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მეზობლის ნასროლი სკამი მოხვდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმდენი მოტეხილობა აქვს ჩამოთვლაც კი არ შემიძლია – ვინ არის 11 ბიჭი, რომელსაც მეზობლის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა
მთავარი

ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის, მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. დღე არ გავა მკვლე­ლო­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, ავა­რი­ის და სხვა რამ და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი არ გავ­რცელ­დეს. თბი­ლი­სი შეძ­რა ბრო­წე­უ­ლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"