ქუთაისის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო.
საზაფხულოდ ქალაქში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს, ესენია N13 და N8 საბავშვო ბაღები. ისინი აღსაზრდელებს ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ.
ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “ბაგა–ბაღების გაერთიანებაში” 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.