Glassdoor, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დასაქმების ვებგვერდია, რომელიც შეერთებულ შტატებში ყველაზე მოთხოვნადი სამუშაოების ჩამონათვალს ყოველწლიურად აქვეყნებს.
კომპანიის 2021 წლის რეიტინგი 50 პროფესიას მოიცავს, რომელთაგან 22 ტექნოლოგიის სფეროს ეკუთვნის. ათეულში მხოლოდ ერთი არატექნიკური პროფესიაა – სტომატოლოგია. შრომის სტატისტიკის ბიურო პროგნოზირებს, რომ ტექნიკურ პროფესიებზე მოთხოვნა შეერთებულ შტატებში მომდევნო ათწლეულში გაიზრდება.
სიაში პირველია Java დეველოპერი, რომლის საშუალო ხელფასი 90,830 აშშ დოლარია.
ტოპ 20-ში, არატექნიკურ სფეროებში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიად სტომატოლოგია და არქიტექტურა მიიჩნევა. სტომატოლოგის საშუალო ხელფასი წლიური 134 122 აშშ დოლარია, ხოლო არქიტექტორის 131 361 აშშ დოლარი.
აშშ-ის 2021 წლის TOP-10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Java დეველოპერი
საშუალო წლიური ანაზღაურება 90 830 $;
2. მონაცემთა ანალიტიკოსი
საშუალო წლიური ანაზღაურება 113 736 $;
3. პროდუქციის მენეჯერი
საშუალო წლიური ანაზღაურება 121 107 $;
4. საწარმოს არქიტექტორი
საშუალო წლიური ანაზღაურება 131 361 $;
5. DevOps-ინჟინერი
საშუალო წლიური ანაზღაურება 110 003 $;
6. მონაცემთა დაცვის სპეციალისტი
საშუალო წლიური ანაზღაურება 110 000 $;
7. ბიზნეს განვითარების მენეჯერი
საშუალო წლიური ანაზღაურება 82 182 $;
8. მობილური დეველოპერები
საშუალო წლიური ანაზღაურება 94 301 $;
9. პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი
საშუალო წლიური ანაზღაურება 110 245 $;
10. სტომატოლოგი
საშუალო წლიური ანაზღაურება 134 122 $.










