LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ შეშუპების თავიდან ასაცილებლად

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ შეშუპების თავიდან ასაცილებლად

დაპოსტა 2025/01/28-ში
A A
198
ნახვა
გაზიარება

როგორ გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი პროდუქტები კვების მოსაწესრიგებლად და შეშუპების თავიდან ასაცილებლად?

ჩართეთ რაციონში შემდეგი პროდუქტები:

1. წიწიბურა

წიწიბურა მდიდარია კალიუმით და ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს წყალი-მარილის ბალანსის დაცვას და ნივთიერებათა ცვლის სწორად მუშაობას, ზედმეტი სითხის მოშორებას, შეშუპების შემცირებას. მასში შემავალი ფლავონოიდები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებით პროცესებს. მარცვლეულში შემავალი მაგნიუმი ხელს უწყობს კუნთების და სისხლძარღვების მოდუნებას და ამით შეშუპების შემცირებას.

რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ წიწიბურას მიღება. სასურველია, საღამოს ვახშმის დროს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. მარცვლეული მოხარშეთ მარილის და სანელებლების გარეშე, მცირე მცენარეული ზეთის ან კარაქის დამატებით. სტანდარტული ულუფა ზრდასრულისთვის (ვახშამზე ნაჭამი) არა მხოლოდ აწესრიგებს საჭმლის მონელებას, არამედ თავიდან აგაცილებთ შეშუპებას.

2. ვაშლი

თავისი ბუნებრივი თვისებების წყალობით ვაშლი ხელს უწყობს შეშუპების თავიდან აცილებას. შეიცავს დაახლოებით 85%-ს წყალს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის რეგულირებას და შენარჩუნებას. ეს კი ზედმეტი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს. კალიუმით, ანტიოქსიდანტებით და საკვები ბოჭკოებით მდიდარი ვაშლი არა მხოლოდ აწესრიგებს საჭმლის მონელებას, არამედ სითხის შეკავებას ამცირებს.

თუ შეშუპებისკენ მიდრეკილი ხართ, რაციონში ვაშლი ჩართეთ. დღეში ერთი ვაშლი მაინც შეჭამეთ, სასურველია, დღის მეორე ნახევარში ან ძილის წინ. ვაშლი კიბოს უჯრედების გაჩენას ხელს უშლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე სასარგებლო გავლენას ახდენს. წონის შემცირებაში და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.

3. ახალი კენკრა

კვირაში 2-3-ჯერ მხოლოდ 1 მუჭა ახალი კენკრის ჭამა თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პირველ რიგში, ანტიოქსიდანტების (განსაკუთრებით, ლურჯი და შავი კენკრა) შესანიშნავი წყაროა. მეორეც, შეიცავს დიდი რაოდენობით მიკრო და მაკროელემენტებს. მესამეც, ორგანიზმს ენერგიით ავსებს და უკეთ მუშაობაში ეხმარება. მეოთხეც, კენკრა (ჟოლო, მარწყვი, ალუბალი, მოცვი და ა.შ.) გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან, მის დაგროვებას ხელს უწყობს. შედეგად, შეშუპება ნაკლებია.

თუ გინდა დილით გაიღვიძოთ ენერგიულად და შეშუპების გარეშე, ნოყიერი ვახშმობის შემდეგ, აუცილებლად მიირთვით 100-150 გრამი ახალი კენკრა ძილის წინ. დილით შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

4. ტკბილი ან ბულგარული წიწაკა

ტკბილი ან ბულგარული წიწაკა მდიდარია წყლით, C ვიტამინით, კალიუმით, მაგნიუმით და ანტიოქსიდანტებით, ებრძვის ორგანიზმში მჟავიანობას და ანთებით პროცესებს. ახალი წიწაკის მიღება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მონელებას, გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან, ამცირებს შეშუპების ალბათობას. ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ რამდენიმე ცალი ტკბილი წიწაკა და თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.

5. ახალი კიტრი

წვნიანი, ხრაშუნა კიტრი 95% წყლისგან შედგება და შესანიშნავად ინარჩუნებს წყლის ბალანსს, გამოდევნის ზედმეტ სითხეს და ამით ამცირებს ორგანიზმზე, მათ შორის თირკმლებზე დატვირთვას. კიტრი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სილიციუმს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ცნობილია სასარგებლო თვისებებით. აი, ნატრიუმის დაბალი შემცველობის გამო სითხეს ორგანიზმში არ აკავებს, როგორც ხშირად ხდება ნატრიუმის მაღალი შემცველობის სხვა პროდუქტების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, არ არის შეშუპება. კიტრი ორგანიზმის დეტოქსიკაციასაც ხელს უწყობს და დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმლებზე.

6. ახალი მწვანილი

ახალი მწვანილი ჯანმრთელობის გასაღებია. ის არა მხოლოდ ამდიდრებს კერძის გემოს, არამედ დიდი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით მდიდარი მწვანილები, როგორიცაა ქინძი, ოხრახუში, სალათის ფურცლები, კამა, ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, დეტოქსიკაციას ხელს უწყობს, ძვლებს აძლიერებს, იმუნურ სისტემას მხარს უჭერს, სტრესის დონეს ამცირებს და ორგანიზმში სითხის შეკავებას აფერხებს. თუ რაციონში ჩართავთ ზემოთ ჩამოთვლილ მწვანილს, შეშუპებას ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ.

7. ბადრიჯანი

ბადრიჯანი უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი დაბალკალორიული საკვებია. მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა დიეტური კერძის მოსამზადებლად, რადგან შეუძლია ორგანიზმის სრულად დანაყრება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ბადრიჯანი სასარგებლოა არა მხოლოდ გულისთვის და კანისთვის, არამედ ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის, შეშუპებას ამცირებს.

გახსოვდეთ, რომ ბადრიჯანი შეიცავს სოლანინს, ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს კუჭის ტკივილს და სიმძიმეს, ასევე მოწამვლას. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად ბადრიჯანი მარილიან წყალში ჩაყარეთ და თერმულად კარგად დაამუშავეთ.

გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა ყვარელში

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან,...

დაწვრილებითDetails

80 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება. წყალმომარაგების...

დაწვრილებითDetails

მოკლულია 85 წლის ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
დღეს შემოდგომის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. „ეს აუცილებლად გააკეთეთ შემოდგომის ბუნიობის დღეს 23 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და იქ 23 ოქტომბრამდე დარჩება. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ...

დაწვრილებითDetails

რა ნივთები უნდა დადოთ ფანჯარაზე რომ წარმატება და ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
რატომ უნდა დახუროთ ფანჯრები 11:00 საათიდან 20:00 საათამდე
მთავარი

ფენ-შუის მოძღვრებით, ფანჯრის რაფა არის ზღვარი გარე სამყაროსა და სახლის შინაგან ენერგეტიკას შორის.  არსებობს გარკვეული ნივთები, რომლებიც, ფანჯრის რაფაზე განთავსების შემთხვევაში, სახლში ბარაქას, ფინანსურ კეთილდღეობასა და ოჯახურ ჰარმონიას იზიდავს: მონეტები...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას...

დაწვრილებითDetails

სეს ბაღებიდან 81 ნიმუშის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
იმედს ვებღაუჭებოდით, დღეს კი გაგვიფრინდი – იმერეთში სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
მთავარი

ნახშირღელის საჯარო სკოლა: ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “უკვე სამი კვირაა, რაც...

დაწვრილებითDetails

10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა – ნახეთ ვინ არიან რჩეულები
მთავარი

ქუთაისში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 10 რჩეულ ქუთაისელ მასწავლებელს ჯილდო გადაეცა. წელს ტრადიციული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: წმიდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ ჭაბუკიანი, №40 საჯარო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"