ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა.
კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა თვესთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით გაიაფდა, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ითაა გაიაფებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
- წიწიბურა – 122,81%;
- ვაშლი – 96,57%;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,29%-ით;
- ლიმონი – 49,82%-ით;
- მწვანე ლობიო – 48,90%-ით;
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 48,10%-ით;
- ნიორი – 47,40%-ით;
- ფორთოხალი – 44,36%-ით;
- ყურძენი -40,63%-ით;
- კივი – 39,99%-ით.









