მეტროსადგურები “ვაჟა-ფშაველა” და “სახელმწიფო უნივერსიტეტი” მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც დროებით ორივე მათგანი დაიკეტა.
“საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” “დელისამდე” და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება”, – წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.










