“ეს ვირუსი ჩვენთან დაუფიქსირდა თითქმის ყველა ასაკისას” – ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ “მეგა ტვ”-ის ეთერში “მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში – COVID-19 განაცხადა.
“ეს ვირუსი ჩვენთან დაუფიქსირდა თითქმის ყველა ასაკისას, როგორც 18 წლამდე, ისე ახალგაზრდებს და 60-70 წელს გადაცილებულებს. ერთი შემიძლია რომ ცალსახად ვთქვა, ბავშვებში ეს მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებში ჩვენ საშუალო სიმძიმის პაციენტიც კი არ გვყოლია, როცა ამას ვამბობთ, ეს ნიშნავს რომ არ იყო გართულებები, პნევმონიები, რენტგენოლოგია და ტომოგრაფიები არ იძლეოდა ისეთ ღრმა ცვლილებს. შუა ასაკის, 50 და უფრო ზემოთ ასაკში კი ხშირია ეს პათოლოგიები.” – განაცხადა თემურ ნადირაძემ