თურქეთის ქალაქ მერსინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელიბული ცნობით, ქალაქ სილიფკეში ავტობუსის მძღოლმა, რომელიც ანტალიიდან გაზიანტეპამდე მიემგზავრებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში ჩავარდა.
ავარიის შედეგად ავტობუსის 33 მგზავრი დაშავდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს










