LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დაპოსტა 2025/01/07-ში
166
ნახვა
გაზიარება

ყოველი ჩვენგანი, მოგეხსენებათ, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული (ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ნიშნის ყველა გამოხატული სახასიათო შტრიხი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამთენიისას დაიბადნენ). შესაბამისად, თითოეულ ადამიანს აქვს თავისი სამყარო, თავისი გარემო და ქვეყანაც კი, რომელიც მის არსებას ყველაზე უკეთ მიესადაგება. ახლა ვნახოთ, რომელია ეს ქვეყნები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

მშვილდოსანი

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მშვილდოსნები იდეალისტები არიან. ლიტერატურაში ასეთი ტიპური გმირია დონ კიხოტი. და მისი სამშობლო, ესპანეთი, სწორედ მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ იმყოფება. მოგეხსენებათ, ესპანელები მამაცი მეზღვაურები იყვნენ და, როგორც ნებისმიერი მშვილდოსანი, ძალიან შორს მიემგზავრებოდნენ. მშვილდოსნის ნიშნის ქვეშაა, ასევე,  ავსტრალია, ახალი ზელანდია, უნგრეთი და სლოვენია.

თევზები

როგორც წესი, ასტროლოგიურად თევზების ქვეყნებია ეგვიპტე, სადაც ხალხი განსაკუთრებული რიტმით ცხოვრობს, აგრეთვე, ისლანდია და პორტუგალია. თევზების ზოდიაქოს მფარველობის ქვეშ მყოფი რეგიონებია, აგრეთვე, ნორმანდია საფრანგეთში და კალაბრია სიცილიაზე.

მერწყული

„მერწყულის“ ქვეყნებს მიეკუთვნება იაპონია, ფინეთი, ლიბანი, ისევე როგორც რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთი, დაახლოებით ტულამდე. პირველ ორს ახასიათებს ცხოვრების მაღალი დონე და განვითარების სწრაფი ტემპი, რაც ურანის მფარველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ყველა დანარჩენისგან განასხვავებს.

თხის რქა

ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანა თხის რქის მფარველობის ქვეშ არის გერმანია, ამასთან, მისი დასავლეთი ნაწილი ბავარიისა და ყოფილი გდრ-ის ტერიტორიის გამოკლებით. თხის რქის ქვეყნებს მიეკუთვნება, აგრეთვე, კორეა და მონღოლეთი. არაბული სამყაროს ქვეყნებიდან ამ ნიშნის ქვეშ იმყოფება საუდის არაბეთი.

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ მოქცეულია, ძირითადად, ისლამური მიმართულების ქვეყნები, სადაც მორიელისთვის დამახასიათებელი ტენდენციებია წამყვანი: ინსტინქტების დათრგუნვის და სულიერებად გარდაქმნის სურვილი, ჩაკეტილი იდეალები და პრინციპები. მათგან ცალკე შეიძლება გამოვყოთ ირანი და ავღანეთი.

მორიელისთვის კომფორტული ქალაქი აშშ-ში არის ვაშინგტონი.

სასწორი

გაწონასწორებულობა, მოხდენილობა და სტილი – ეს არის ამ ნიშნის მთავარი გარეგანი მახასიათებლები. თანამედროვე ქვეყნებიდან ამ სურათს ყველაზე ნათლად გვიჩვენებს ინგლისი, რომელიც აერთიანებს ორ ისეთ უკიდურესობას, როგორიცაა მონარქია და დემოკრატია.

ქალწული

სკრუპულოზური, პედანტი ქალწულები, რომლებიც თავიანთი არსებობის მნიშვნელობას საქმის სამსახურში ხედავენ, ტრადიციულად, ასოცირდებიან ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა იაპონია და შვეიცარია.

ასტროლოგიურად 100-პროცენტიანი თანხვედრა ქალწულებთან ქალაქებიდან აქვს რიგას და ბერლინს, ქვეყნებიდან –  სინგაპურს. თვისებები, რომლებიც ამ სახელმწიფოს და ქალწულის ნიშანს აერთიანებს – ეს არის კანონმორჩილება, შრომისმოყვარეობა და ფულის გამომუშავების უნარი. სწორედ სინგაპურის ქუჩებში სუფევს წარმოუდგენელი სისუფთავე, აქ არის თანამედროვე ტექნოლოგიები, სიმწვანე და ღიმილსაც არავინ დაგაყვედრით.

ლომი

ქვეყანა-ლომი – ეს არის მარადიული თეატრი, მისი ოსტატობის, ორიგინალურობისა და სილამაზის უწყვეტი დემონსტრირება. ამ ქვეყნებს შორისაა ესპანეთი და უკრაინა. აგრეთვე, საფრანგეთი – „მსოფლიო პოდიუმი“, შემოქმედებითი ხალხის ქვეყანა და ერთადერთი დასავლური ძალა, რომელიც სერიოზულად ეწინააღმდეგება ამერიკული ესთეტიკის ექსპანსიას, თუმცა მის კულტურაში მეზობელი ნიშნის, ქალწულის გავლენაც შეიმჩნევა.

ლომისთვის შესაფერიუსი ქალაქებია აშშ-ში – ჩიკაგო, იტალიაში – რომი, ისრაელში – იერუსალიმი.

კირჩხიბი

ეს სიწმინდის, ტრადიციების შენარჩუნებისა და ჰუმანიზმის ნიშანია. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ მყოფი ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ინდოეთი, რომელიც საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, განსხვავებით ქვეყანა-ტყუპისგან, მაგრამ ამის მიუხედავად იქ კულტურების რთულ ნაზავსაც ვხედავთ. ეს იმის გამო ხდება, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს კულტურები ერთმანეთს კი არ ცვლიდა, არამედ ერთმანეთზე ედებოდა.

კირჩხიბების ქალაქებია იტალიაში ვენეცია, გენუა და მილანი.

ტყუპები

ძველად საბერძნეთი ტყუპის ნიშნის ქვეშ იმყოფებოდა, ეს ქვეყანა თავის კულტურაში ითავისებდა წინამორბედი ცივილიზაციების ყველაზე მრავალფეროვან ტრადიციებს. ამ დროისთვის ასეთი კოსმოპოლიტია ამერიკის შეერთებული შტატები.

სხვათა შორის, რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას ვერსიით, საქართველოც ტყუპის ნიშნის ქვეშ იმყოფება და ასეც უნდა იყოს – რომელი ქვეყანა, თუ არა საქართველო, არის აღმოსავლური (აზიური) და დასავლური (ევროპული) კულტურების ყველაზე მოხდენილი, ნატიფი და შთამბეჭდავი, ამავე დროს, სრულიად თვითმყოფადი ნაზავი?

კურო

კურო და მისი მმართველი პლანეტა – ვენერა ასტროლოგიაში ასოცირდება ყველაფერთან, რაც ყვავის და ნაყოფს იძლევა, ამიტომ ის დაკავშირებულია მდიდარი ბუნების მქონე ტერიტორიებთან, როგორიცაა, მაგ.: მოლდოვა, ბულგარეთი, უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ქვეყნებში ტიპური კურო (ადამიანი) თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს, თუმცა არის სხვა ადგილებიც, სადაც ისინი კარგად იქნებიან: მაგალითად, ქალწულის ნიშნის რეგიონები – უმრწემეს დეტალამდე რაციონალური შვეიცარია და იაპონია, მკაცრი და ასკეტური ტიბეტი (თხის რქა) და მშვიდზე მშვიდი ესტონეთი და ფინეთი (თევზები).

კუროებისთვის იტალიაში შესაფერისი ქალაქია პალერმო.

ვერძი

ძველ დროში ეს ზოდიაქოს ნიშანი სპარტას მფარველობდა. ამ ქვეყნის მკვიდრნი ჰარმონიულად აერთიანებდნენ ვერძის ნიშნით დაბადებულთათვის დამახასიათებელ ყველა თვისებას: მიზანდასახულობას, ასკეტიზმს და ბრძოლისუნარიანობას. თანამედროვე სამყაროში ამ გაგებით სპარტის მემკვიდრე გახდა გერმანია, რომლის მაცხოვრებლები, შედარებით ნაკლები ხარისხით, თუმცა მაინც ხასიათდებიან ზემოაღნიშნული თვისებებით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვერძს სჭირდება მუდმივად საცხოვრებლად წასვლა გერმანიაში. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს მშვენივრად იგრძნობენ ვნებიან ესპანეთში (ლომის ნიშანი), დინამიკურ აშშ-ში (ტყუპის ნიშანი), ან რუსეთში (მერწყულის ნიშანი – თუმცა ახლა, ცხადია, რუსეთში წასვლას ვერავის ვურჩევთ).

ვერძებისთვის იტალიაში იდეალური ქალაქებია ფლორენცია, ვერონა და ნეაპოლი.

ჟურნალ „ELLE“-ის ვერსიით, ვერძებისთვის ასტროლოგიური თვალსაზრისით სულიერად ახლოს არის საქართველოც, სადაც ისინი წარმატებით იმოგზაურებენ და ცხოვრებასაც მშვენივრად აიწყობენ.

წყარო: შენი ამბები 

გაზიარება66

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
69
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
806
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.6k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
234
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
30
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
250
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
39
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
23
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
54
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».