სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ერთმანეთს ხვალ, 17 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს:
“ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის”,-წერია განცხადებაში.










