უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით 4 ოქტომბრიდან საქართველოში ბავშვთა გასართობ ცენტრებს მუშაობის განახლების უფლება ექნებათ.
„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.









