დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის ბუსტერ დოზის საჭიროებას მას შემდეგ განიხილავენ, რაც ქვეყანაში ორჯერადად აცრილების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს.
მისივე თქმით, ბუსტერ დოზის დამატებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია საჭირო არ არის.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება ბუსტერ ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ მას შემდეგ, რაც ორჯერადი ვაქცინაციის გარკვეულ ზღვარზე ავალთ.
ჩვენ არ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ეს თვითონ ქვეყნის გადასაწყვეტია.
ამაზე მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ, მალე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და შემდეგ იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით, ზოგადად, ბუსტერ დოზა საჭირო გახდება”, – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.










