ფატი სრულ სარეაბილიტაციო პროცესს აპრილის მიწურულს დაასრულებს. მიუხედავად პოზიტიური მიმდინარეობისა, „ბარსელონა“ მისი რეაბილიტაციის დაჩქარებას არ აპირებს და მისი დაბრუნება დღეისთვის ლა ლიგის მეორე წრის კლასიკოში იგეგმება, რომელსაც „ბარსა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავს.
კლუბში მიაჩნიათ, რომ 19 წლის ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ 10 კვირა დასჭირდება, კიდევ 2-3 კვირა კი ფორმის აღდგენისთვის.










