დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას.
„პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი“ – წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება










