როდის ამოქმედდება ქუთაისში ელექტრონული ტაბლოები
ქუთაისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟების შესახებ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2022 წლის მარტში გამოაცხადა. (NAT220004234)
ხელშეკრულება შპს „ქართული მიკროელექტრონიკა“-სთან 898 283 ლარად გაფორმდა. შეთანხმების თანახმად კომპანიას 108 ელექტრონული ტაბლო ქუთაისში 13 სექტემბრის ჩათვლით უნდა დაემონტაჟებინა, თუმცა სამუშაობის ჩაბარების თარიღმა გადაიწია და დოკუმენტაციის თანახმად 13 ოქტომბრით განისაზღვრა.
თუ კონკრეტულად როდის ამუშავდება ელექტრონული ტაბლოების სისტემა ზუსტი პასუხი მერიაში არ აქვთ. „დამონტაჟებულია ყველა , ამჯერად ტესტირების ეტაპზე ვართ“ აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში .










